ლეჩხუმში ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის ინფოტური ეწყობა
ლეჩხუმში საქართველოს ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის ინფოტური ეწყობა.
ტურის ფარგლებში სტუმრები ლეჩხუმის ღირშესანიშნაობებს, მათ შორის მწვანე ტბას, რაჩხის ჩანჩქერს, მურის ციხესა და ცაგერის ეთნოგრაფიულ მუზეუმს დაათვალიერებენ.
ტური ცაგერის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის მიერაა ორგანიზებული.
ტური სამდღიანია და მისი მიზანი ლეჩხუმის ტურისტული პოტენციალის გაცნობაა.
ტურში 10 კომპანიაა ჩართული.