ლატვიის თავდაცვის მინისტრი - ლატვიას სჭირდება ქვეყანაში აშშ-ის სამხედროების მუდმივად განთავსება რუსეთის შესაკავებლად
ლატვიას სჭირდება ქვეყანაში აშშ-ის სამხედროების მუდმივად განთავსება რუსეთის შესაკავებლად, – ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, არტის პაბრიკსმა ნატო-ს გენერალურ მდივნის რიგაში ვიზიტისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ლატვიას სურს, თავისი თავდაცვა გააძლიეროს ამერიკული „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებით. 30 ნოემბერს და პირველ დეკემბერს რიგა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალს მასპინძლობს, რომელშიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც მიიღებს მონაწილეობას.
„ჩვენ გვჭირდება დამატებითი საერთაშორისო დახმარება. ჩვენ ვისურვებდით, ჩვენ ქვეყანაში აშშ-ის მუდმივ სამხედრო წარმომადგენლობას. საზღვაო და საჰაერო თავდაცვა ნიშნავს ძირითადად ისეთ სისტემებზე გადასვლას, როგორიცაა „პეტრიოტი“, – განუცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა სააგენტო „როიტერს“.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნატო-მ აღმოსავლეთ ფლანგზე – პოლონეთსა და ბალტიის სამ ქვეყანაში 2017 წლიდან ოთხი მრავალეროვნული ბატალიონი განათავსა.