ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრს იურმალაში, გრიგორი ლეპსის კონცერტზე დასწრების გამო აკრიტიკებენ
ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრ სანდის გირგენსს იურმალაში რუსი მომღერლის, გრიგორი ლეპსის კონცერტზე დასწრების გამო აკრიტიკებენ.
კერძოდ, როგორ ადგილობრივი პრესა წერს, ლატვიის იუსტიციის მინისტრმა, იანის ბორდანსმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ რუსი შემსრულებელი ლატვიის ტერიტორიაზე „შავ სიაში“ არაა შეყვანილი. ამას გარდა, იუსტიციის მინისტრმა ლეპსის კონცერტზე დასწრების გამო თავისი კოლეგა გააკრიტიკა.
„ეს იყო ისევე აღმაშფოთებელი, როგორც ის, რომ „რაშა თუდეის“ ლატვიურ ტელევიზიაში შოუ მოეწყო ლატვიის სახელმწიფოს დასამცირებლად. შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე იჯდა პირველ რიგში ლატვიის სახელმწიფოს დასამცირებლად“, – განაცხადა ბორდანსმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მაისში ლიეტუვამ გრიგორი ლეპსი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. რუსეთში მოღვაწე მომღერალს აშშ-ის მიერ სანქციები 2013 წლიდან აქვს დაწესებული. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ რუს მომღერალს კრიმინალურ დაჯგუფებასთან აქვს კავშირი.