მედიის ინფორმაციით, გრიგორი ლეპსისთვის მუსიკას რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრი წერდა
მედიის ინფორმაციით, გრიგორი ლეპსისთვის მუსიკას რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრი წერდა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი მომღერალ გრიგორი ლეპსისთვის მუსიკას წერდა. მათივე ინფორმაციით, მიშუსტინი გრიგორი ლეპსის სიმღერის „ნამდვილი ქალი“ მუსიკის ავტორია.

სიმღერა „ზოლას“ ტექსტის ავტორი, ალექსანდრ ვულიხი ადასტურებს, რომ ლეპსისთვის მუსიკას ნამდვილად მიხაილ მიშუსტინი წერდა, რომლისთვისაც ეს ჰობია.

თავად გრიგორი ლეპსი ამ ინფორმაციას უარყოფს. მიხაილ მიშუსტინის წარმომადგენლები საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მიხაილ მიშუსტინს მხარი დღეს დაუჭირა. მიხაილ მიშუსტინი 2010 წლიდან რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელი იყო.