ლატვიის სეიმმა მიიღო ცვლილება, რომელიც სახელმწიფო სექტორში დასაქმებულებს აცრას ავალდებულებს
ლატვიის სეიმმა კანონში ცვლილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ადამიანები ვალდებულები არიან, 15 ნოემბრამდე აიცრან.
კანონის მიხედვით, თუ დამსაქმებელი თანამშრომელს მიაწვდის ინფორმაციას, რომ მოვალეობის შესრულების გაგრძელებისთვის აუცილებელია „კოვიდ სერტიფიკატი“, თანამშრომელი ვალდებულია, ამ ინფორმაციის მიღებიდან ათი დღის განმავლობაში აიცრას.
თუ დასაქმებული პირი ვაქცინაციის პროცესს 15 ნოემბრადე არ დაასრულებს, დამსაქმებელს უფლება ექნება, ის სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას ჩამოაშოროს.
კანონი ასევე შესაძლებლობას იძლევა, ასეთი თანამშრომელი გადაიყვანოს სხვა თანამდებობაზე, რომელიც ოფისში ფიზიკურად მისვლას არ საჭიროებს, ვიდრე ის არ მიიღებს სერტფიკატს.
იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულს არ აქვს შესაძლებლობა, რომ დისტანციურად იმუშაოს და არც სხვა თანამდებობაზე გადასვლას თანხმდება, დამსაქმებელს უფლება აქვს, ის გაათავისუფლოს ან უხელფასო შვებულებაში გაუშვას.
ამასთან, კერძო სექტორში დამსაქმებელს შეუძლია, თანამშრომელს ხელფასი შეუნარჩუნოს.
თანამშრომლის თანამდებობიდან ჩამოცილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს. სერტიფიკატის მიღებისთნავე დამსაქმებელს უფლება აქვს, ტანამშრომელი სამსახურში აღადგინოს.