ლატვიის საგარეო უწყება - ვგმობთ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას 15 წლის წინ საქართველოზე თავდასხმით, მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და მის გზას ევროინტეგრაციისკენ
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ლატვია გმობს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას 15 წლის წინ საქართველოზე თავდასხმით, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.