ლატვიის საგარეო უწყება – ვგმობთ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას 15 წლის წინ საქართველოზე თავდასხმით, მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და მის გზას ევროინტეგრაციისკენ

12:57, 07.08.2023

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ლატვია გმობს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას 15 წლის წინ საქართველოზე თავდასხმით, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი