ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საუკეთესო სურვილებით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს
საუკეთესო სურვილებით გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, – ასე ულოცავს 26 მაისს საქართველოს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი. დიპლომატის განცხადება „ტვიტერით“ გავრცელდა.
„თბილი მილოცვა და საუკეთესო სურვილები ქართველ მეგობრებს, რომლებიც დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ“, – ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.