ლატვიის პრემიერი - რუსეთსა და ნატო-ს შორის ომი თითქმის წარმოუდგენელია, მაგრამ ნატო მზად არის ცუდი სცენარისთვის
რუსეთსა და ნატო-ს შორის ომი თითქმის წარმოუდგენელია, რადგან ეს იქნება ძალიან დიდი მსოფლიო ომი, მაგრამ ნატო მზად არის ცუდი სცენარისთვის, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა განაცხადა.
ლატვიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი ვერ უკარნახებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, რომელი ქვეყნები უნდა შევიდნენ ან არ შევიდნენ ნატო-ს შემადგენლობაში, ასევე სად შეუძლია ალიანსს საჯარისო ნაწილების განთავსება.
„კარგი ამბავი არის ის, რომ დასავლური სამყარო ერთიანია და ეს ძალიან კარგია ჩვენთვის. რუსეთს და ნატო-ს შორის ომი თითქმის წარმოუდგენელია, რადგან ეს იქნება ძალიან დიდი მსოფლიო ომი. თუ ომი იქნება, მაშინ ნატო მზად არის“, – აღნიშნა კრიშიანის კარინშმა.