ლატვიის პრემიერი - არ გვაქვს მოლოდინი, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე შემცირდება, ვერ ვხედავთ, რომ რუსეთში რამე უკეთესობისკენ იცვლებოდეს
ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე შემცირდება, ვერ ვხედავთ, რომ რუსეთში რამე უკეთესობისკენ იცვლებოდეს, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა ნატო-ს საჯარო ფორუმზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ თავდაცვის კუთხით მზაობა უნდა გაიზარდოს.
„ვინმეს თუ ჰგონია, რომ პუტინი ახლა სუსტია, ეს შესაძლოა, მაგრამ თუ ორი ბულდოგი ერთმანეთთან ჩხუბობს და ერთი უფრო სუსტია, არ ნიშნავს, რომ ის პუდელია. ეს ნიშნავს, რომ ის კვლავ ბულდოგია. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე შემცირდება, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ რამე იცვლებოდეს რუსეთში უკეთესობისკენ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მხარეს, ჩვენი თავდაცვის მხარეს უნდა გავზარდოთ მზაობა და ვიყოთ უფრო ყურადღებით. ვფიქრობ, არა მარტო ჩვენ, ბალტიისპირეთის ქვეყნები, არამედ ყველა ჩვენგანი ვართ ფხიზლად“, – აღნიშნა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა.