ლატვიის პრემიერ-მინისტრი - მხარს ვუჭერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპისთვის, დადგა დრო, რომ ვისაუბროთ ევროკავშირის უფრო ფართო კლუბად ქცევაზე
ლატვიის პრემიერ-მინისტრი - მხარს ვუჭერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპისთვის, დადგა დრო, რომ ვისაუბროთ ევროკავშირის უფრო ფართო კლუბად ქცევაზე

მხარს ვუჭერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპისთვის, რომელიც ჩვენ უნდა გადავდგათ, დადგა დრო, რომ ვისაუბროთ ევროკავშირის უფრო ფართო კლუბად ქცევაზე, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრიშიანის კარინიშმა ბრატისლავაში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ლატვიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ევროპამ პოლიტიკური გზავნილი გააკეთოს.

ამასთან, კრიშიანის კარინიშმა განაცხადა, რომ რუსეთის არაპროვოცირებული ომი უკრაინაში არის საფრთხე არა მხოლოდ ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

„კანდიტატობის სტატუსი განხილული იქნება ივნისში, ევროკავშირის საბჭოს შემდეგ სხდომაზე. მე მხარს ვუჭერ ამ ნაბიჯს. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ევროპამ პოლიტიკური გზავნილი გავაკეთოთ, თუმცა დისკუსია ჯერ კიდევ ღიაა და ვნახოთ, რა მოხდება. მე მხარს ვუჭერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ეს მნიშვნელოვანია ნაბიჯია ევროპისთვის, რომელიც ჩვენ უნდა გადავდგათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიებმა ერთად იმუშაონ. ჩვენ გვყავს ქვეყნები, რომელთაც ევროკავშირის წევრობა სურთ და სურთ შემდეგი ნაბიჯის გადადგმა, წინ წაწევა. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ძალიან არასტაბილურ სამყაროში ვცხოვრობთ. რუსეთის არაპროვოცირებული ომი უკრაინაში არის საფრთხე არა მხოლოდ ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ რუსეთმა წააგოს ომი. ასევე, უნდა განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა. თუმცა, ახლა ჩემი აზრით, დადგა დრო, რომ ვისაუბროთ ევროკავშირის უფრო ფართო კლუბად ქცევაზე“, – განაცხადა კარინიშმა.