ლატვიელ სპორტსმენებს კანონმდებლობით რუსეთსა და ბელარუსში გამოსვლა აეკრძალათ #1TVSPORT
ლატვიის სეიმმა სპორტის კანონში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც ადგილობრივ სპორტსმენებს აეკრძალათ რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიაზე ჩემპიონატებში მონაწილეობა.
ამის შესახებ იტყობინება სახელმწიფო ორგანოს ოფიციალური ვებგვერდი.
კანონის დამრღვევებს ჩამოაშორებენ ლატვიის ნაკრებს, აგრეთვე, ისინი ვერ მიიღებენ საბიუჯეტო სახსრებს ვარჯიშებისა და ტურნირებში მონაწილეობის თანხების დასაფარად.
ასევე ახალი წესები უკრძალავს ლატვიელ სპორტსმენებს რუს და ბელარუს აგენტებთან თანამშრომლობას.