საქართველომ ლატვიასთან პირველი ტაიმი 2:0 მოიგო | ერთა ლიგა
საქართველომ ლატვიასთან პირველი ტაიმი 2:0 მოიგო | ერთა ლიგა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ლატვიას დამაჯერებლად უგებს – 2:0.

რიგის „დაუგავა არენაზე“ მიმდინარე შეხვედრაში სტუმრებს დაწინაურება მე-5 წუთზე პენალტით შეეძლოთ, მაგრამ ვაკო ყაზაიშვილმა ლატვიელთა მეკარე ანდრეი ვანინსს ვერ აჯობა.

„ჯვაროსნებმა“ ანგარიშის სრწაფად გახსნა მაინც მოახერხეს: მე-8 წუთზე ჯაბა კანკავამ შორეული დარტყმით მასპინძელთა კარის ბადე შეარხია. 28-ე წუთზე, ვაკო გვილია გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემით მეკარესთან მარტო დარჩა, შორეულ კუთხეში გაუტანა და საქართველო 2:0 დაწინაურდა.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის მოგებით საქართველოს ნაკრები ჯგუფში კონკურენტებისათვის მიუწვდომელი გახდება და პირველ ადგილს და ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის ნახევარფინალში გასვლას ინაღდებს.