U15 | ერევნის ტურნირის წარუმატებელი სტარტი - საქართველოს ნაკრები ლატვიასთან დამარცხდა #1TVSPORT
U15 | ერევნის ტურნირის წარუმატებელი სტარტი - საქართველოს ნაკრები ლატვიასთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა სომხეთში მიმდინარე ამხანაგურ საერთაშორისო სამთა ტურნირზე პირველი მატჩი ლატვიის ასაკობრივი გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა და 2:0 დამარცხდა.

შეხვედრის ბედი მატჩის მიწურულს გადაწყდა. 72-ე წუთზე ფლანგიდან ბალტიისპირელების შეტევა ქუსლით გატანილი გოლით ნილს ვოიკტიკსმა დააგვირგვინა. საბოლოო ანგარიში კი 83-ე წუთზე ალეკსეი ბუკოვსკიმ მახვილი კუთხიდან კიდევ უფრო ეფექტური გოლით დააფიქსირა.

გიორგი ხიზანიშვილის გუნდი შემდეგ მატჩს კვიპროსის 15-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

U15 | მატჩების განრიგი

10 მაისი, 14:00

კვიპროსი – საქართველო

12 მაისი, 16:00

სომხეთი – საქართველო