საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ასპარეზობა ლატვიასთან მატჩით დაასრულა.
ლავრენტი დავითაშვილის გუნდი ლატვიის ასაკობრივ ნაკრებს საკვალიფიკაციო ჯგუფის დაკსვნით შეხვედრაში დაუპირისპირდა – მატჩი გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა და ჩვენმა გუნდმა პირველი ქულა მოიპოვა. თუმცა გუნდს ამ ქულამ ბევრი ვერაფერი შემატა.
19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში (ტურნირი ბულგარეთში ტარდება) მასპინძლებთან 2:1 დათმო, ხორვატიასთან – 7:0 და ერთი ქულით ბოლო ადგილზე გავიდა.
პირველ ადგილზე კი ხორვატიის ნაკრებია, რომელმაც სამივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და ასპროცენტიანი შედეგით, C ლიგიდან B-ში დაწინაურდა.