საქართველოს და ლატვიის ქომაგების პუტინის საწინააღმდეგო შეძახილები სტადიონზე [ვიდეო]
საქართველოს და ლატვიის ქომაგების პუტინის საწინააღმდეგო შეძახილები სტადიონზე [ვიდეო]

საქართველოს ნაკრებმა რიგაში, ლატვიის წინააღმდეგ „ერთა ლიგის“ „დ“ დივიზიონის მეოთხე ტურის შეხვედრა ჩაატარა. მატჩის მიმდინარეობისას ქართველი და ლატვიელი გულშემატკივრები „პუტინ ხუილო“-ს ერთად მღეროდნენ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრის მოგებით საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 12 ქულა დააგროვა და დარჩენილ ორ შეხვედრაში ჯგუფში კონკურენტებისათვის მიუწვდომელი გახდა. „ჯვაროსნებმა“ ჯგუფში პირველი ადგილი და ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის ნახევარფინალში გასვლა გაინაღდეს. საქართველო ერთა ლიგის „დ“ დივიზონში პირველი გუნდია, რომელმაც ეს უფლება მოიპოვა.