ლატვიაში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნა იმართება
ლატვიაში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნა იმართება

ლატვიაში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნა იმართება. სწავლება „ნამეის 2018“ დღეს დაიწყო და 2 სექტემბრამდე გაგრძელდება. ინფორმაციას  ადგილობრივი მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წვრთნაში სამხედროებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურების თანამშრომლები, ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალები მონაწილეობენ, სულ 10 ათასი ადამიანი.

როგორც ლატვიის ნაციონალური შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ლეონიდ კალნინშმა განაცხადა, სწავლების დროს გათვალისწინებული იქნება უკრაინის გამოცდილება, ამიტომ მანევრებში ჩართულია ჰიბრიდული ომის ელემენტები.