ლატარიის ორგანიზატორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი მოსაკრებლის დაანგარიშების წესის ცვლილება იგეგმება
ლატარიის ორგანიზატორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი მოსაკრებლის დაანგარიშების წესის ცვლილება იგეგმება

ლატარიის ორგანიზატორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი მოსაკრებლის დაანგარიშების წესის ცვლილება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე წარედგინება. კანონპროექტში განმარტებულია, რომ დღეს მოქმედი რეგულირებით, შესაბამისი პროცენტი გამოითვლება – ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულებიდან, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კი, ლატარიების

მოწყობაზე მოსაკრებელი ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%-ის ოდენობით იქნება გამოთვლილი.

ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ლატარიის მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებული იქნება, სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველკვარტალურად გადაიხადოს მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვის. კანონპროექტის ინიციატორები უმრავლესობის წევრები ირაკლი ზარქუა და ირაკლი ბერაია არიან.

დატოვე კომენტარი