ლაშა ტალახაძეს აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
ლაშა ტალახაძეს აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

ქართველ ოლიმპიელებს თბილისის აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. „მადლობა“ – ასეთი შეძახილებით დახვდნენ გულშემატკივრები ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ტალახაძეს.

ლაშა ტალახაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბედნიერია ოლიმპიური ოქროს მედლის მეორედ შენარჩუნებისთვის.

„მადლობა ასეთი დახვედრისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მეორედ შევინარჩუნე ოლიმპიური ოქროს მედალი. მადლობა გულშემატკივარს“, – თქვა ლაშა ტალახაძემ აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. მან +109 კგ წონით კატეგორიაში ატაცში 223 კგ. დაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.