ლაშა იორდანიშვილი - მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, კომპანიისთვის მიზერულ ფასად ექვსი ერთეული მიწის ნაკვეთის პრივატიზების თაობაზე, დეზინფორმაციაა
ცალკეულ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, კომპანიისთვის მიზერულ ფასად ექვსი ერთეული მიწის ნაკვეთის პრივატიზების თაობაზე, დეზინფორმაციაა,- აცხადებს კომპანია „ფერის“ გენერალური დირექტორი ლაშა იორდანიშვილი.
მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა, ნაკვეთები არ წარმოადგენს შპს „ფერის“ საკუთრებას.
„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის 3 აპრილის #15 განკარგულებით მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ნაკვეთების აუქციონზე გატანის თაობაზე. ეს ნაკვეთები არ წარმოადგენს შპ „ფერის“ საკუთრებას და ნებისმიერ პირს შეუძლია, მიიღოს მონაწილეობა აუქციონში. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ საუბარია ექვს ერთეულ 25 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთზე, რომლებიც განთავსებულია ელექტროგადამცემი ხაზის ქვეშ და აუქციონზე მის საწყის ღირებულებად განისაზღვრა 18 ლარი ერთ კვადრატულ მეტრზე. ამასთან, მოვუწოდებ სიუჟეტში მონაწილე ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „კომპეტენტურ“ წარმომადგენელს, კარგად გაერკვეს ახმეტის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს ხომ არ წარმოადგენს რაიონში მოქმედი ჰიდროელექტროსადგურები“, – განაცხადა ლაშა იორდანიშვილმა.
„ფერის“ დირექტორმა ყველა მხარეს მოუწოდა, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით მოსახლეობას შეცდომაში არ შეიყვანონ.