ლაშა დარსალია - საკმაოდ დიდი წყვეტის შემდეგ, განახლდება ჟენევის მოლაპარაკებები, რაც მნიშვნელოვანია
საკმაოდ დიდი წყვეტის შემდეგ, განახლდება მოლაპარაკების პროცესი, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესის წინ საკმაოდ მძიმე ფონია.
„ხაზი მინდ გავუსვა, რომ საკმაოდ დიდი წყვეტის შემდეგ, განახლდება მოლაპარაკებათა პროცესი, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, საკმაოდ მძიმე ფონია მოლაპარაკების პროცესის წინ, რაც დაკავშირებულია პირველ რიგში, იმ ნაბიჯებთან, რომლებსაც რუსეთის დგამს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მიმართულებით, ვგულისხმობ ბოლო შეხვედრებს და იმ დოკუმენტებს, რომლებიც გააფორმეს. გარდა ამისა, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, საკმაოდ მძიმე ვითრება გვაქვს, მორიგი პროვოკაციები, რაც დაკავშირებულია დაკავებებთან და ზოგადად, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციასთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ყველა ამ საკითხს საქართველოს დელეგაცია დააყენებს. ეს ზოგადი საკითხებია და რა თქმა უნდა, ჩაშლილი იქნება უფრო დეტალურად“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.