ლაშა დარსალია - ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესი ძალიან რთულია, მთავარია, ჩვენთან ერთად არიან პარტნიორები, რაც არის წინაპირობა, რომ შედეგი მიღწეული იქნება
პროცესი ძალიან რთულია. აქ მთავრია, რომ ჩვენთან ერთად საკითხში მთლიანად არიან ჩართულები ჩვენი პარტნიორები, რაც არის იმის წინაპირობა, რომ შედეგი იქნას მიღწეული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ჟენევის დისკუსიების 53-ე რაუნდის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებებზე რთულ ფონს ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავებები ქმნის.
„ბატონი გახელაძის, ბატონი ბებუას საკითხები, ასევე ყველა სხვა დაკავება ქმნის საკმაოდ მძიმე ფონს მოლაპარაკებების პროცესში. ამიტომ, საკმად რთული მოლაპარაკებები გველის, როგორც ამ საკითხზე, ისე ზოგადად. სამწუხაროდ, 21 -ე საუკუნეში ჩვენ კიდევ გვიწევს საუბარი, რომ ადმიანის უფლებები არის არა უშუალო მსჯელობის საკითხი, არამედ არის რუსული მხარისთვის ზეწოლის ინსტრუმენტი მოლაპარაკებების პროცესში“, – განაცხადა დარსალიამ.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 53-ე რაუნდი ხვალ გაიმართება.