ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების 53-ე რაუნდის დაწყებამდე, მხარეები დღეს ტექნიკურ შეხვედრას გამართავენ
ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების 53-ე რაუნდის დაწყებამდე, მხარეები დღეს ტექნიკურ შეხვედრას გამართავენ

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 53-ე რაუნდი ხვალ გაიმართება, მანამდე კი მხარეები დღეს ტექნიკურ შეხვედრას გამართავენ.

მთავარი განსახილველი თემა ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება, უკანონო ბორდერიზაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება იქნება. ქართული მხარე მოლაპარაკებების მაგიდაზე მწვავედ დააყენებს ზაზა გახელაძისა და ასევე, უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების საკითხსაც.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მძიმე იქნება.

„მორიგი, 53-ე რაუნდი გაიმართება 30 ივნისს. ჟენევის მოლაპარაკებები არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებაზე და მთავარი თემა, რა თქმა უნდა, იქნება ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება. იმ ფონზე, როდესაც ჩვენი მოქალაქეები არიან დაკავებულები, ბატონი გახელაძე, ასევე ყველა სხვა შემთხვევა, გრძელდება ბორდერიზაციის პროცესი, ეს ყოველთვის მძიმე ფონს ქმნის მოლაპარაკებათა რაუნდებზე. შესაბამისად, ეს რაუნდიც საკმაოდ მძიმე იქნება“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.