ლაშა დარსალია - დავით ხიდაშელის მიერ გადმოცემული მასალები აბსოლუტურად სანდოა
ლაშა დარსალია - დავით ხიდაშელის მიერ გადმოცემული მასალები აბსოლუტურად სანდოა

მასალები, რაც ჩვენ დავით ხიდაშელმა გადმოგვცა, არის ძალიან ღირებული, მნიშვნელოვანი და აბსოლუტურად სანდო, – ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ჟურნალისტების კითხვას, რამდენად სანდოა ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ მოწოდებული მასალები იქიდან გამომდინარე, რომ ის რუსეთში საქმიანობდა.

მისივე განცხადებით, მასალები მოძიებული იქნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არქივიდან და მათი ავთენტურობა დადასტურებულია.

„მე მისი საქმიანობის შესახებ არ ვიცი. მე ვიცოდი, რას წარმოადგენდა ის მასალები. ის მასალები, რაც ჩვენ გადმოგვცა, არის ძალიან ღირებული, მნიშვნელოვანი და აბსოლუტურად სანდო.

მასალები მოძიებული იქნა მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა არქივიდან. მასალების ავთენტურობა დადასტურებულია, რაც კომისიისთვის არის მნიშვნელოვანი, დანარჩენზე კი დავით ხიდაშელმა თავად ისაუბრა. ყველა მასალას, რომელიც ღირებულია კომისიისთვის და ამყარებს ჩვენს პოზიციას, ძალიან საინტერესოა ჩვენთვის და შესაბამისად განვიხილავთ. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ მასალები მოძიებული იყო ამერიკიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან და სხვა ბევრი ქვეყნიდან“, – განაცხადა დავით ხიდაშელმა.