ლაშა ცუცქირიძე - კაა მახრჩობელა გველია, აქციაზე მობილიზებულ მახრჩობელა გველებს მივმართე
პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქციების მონაწილე ლაშა ცუცქირიძე განმარტავს, რას ნიშნავს მის მიერ ნათქვამი „კაა“, რომლის ვიდეოც სოციალურ ქსელებში განიხილება. ცუცქირიძე ამბობს, რომ კაა მახრჩობელა გველია და მან აქციაზე მობილიზებულ მახრჩობელა გველებს მიმართა.
„არ მქონდა დრო იმისთვის, რომ განმემარტა, რატომ ვთქვი კაა – მულტფილმი გვაქვს ყველას ნანახი, კაა მახრჩობელა გველია. მახრჩობელა გველები, რომლებიც იყვნენ აქ მობილიზებული, ივანიშვილის მიერ გამოგზავნილი სუს-ის აგენტები, იმათ მივმართე, მაგრამ არ ამოყვეს თავი, თუმცა მოუწევთ“, – აღნიშნა ლაშა ცუცქირიძემ.
გუშინდელ აქციაზე, ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ პრლამენტთან აქცია ყველა შემთხვევაში გაგრძელდება, თუნდაც მარტო მოუწიოს მისი ჩატარება. „არ შევწყვეტ დაწყებულ საქმეს და გავაგრძელებ ბოლომდე, სანამ არ ჩამოვშლი სისტემას მთლიანად. აი, ეს არის ჩემი ძმა, ვინც იქნება ჩემს გვერდით“, – განაცხადა კუპრავამ და ლაშა ცუცქირიძეზე მიუთითა, რომელმაც წარმოთქვა „კაა“.