ლაშა ბუღაძე - მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, სხვა აღქმა გვქონდა ტაქტიკური თვალსაზრისით და სხვა რაღაც გამოვიდა, საბოლოო ჯამში, ჩვენი სულისკვეთება არის უცვლელი
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სხვა აღქმა გვქონდა ტაქტიკური თვალსაზრისით და სხვა რაღაც გამოვიდა, საბოლოო ჯამში, ჩვენი სულისკვეთება არის უცვლელი, – ამის შესახებ ლაშა ბუღაძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში დღევანდელი აქციის შეფასებისას განაცხადა.
„მგონი, ახლა ის სურათია, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, რაღაც სხვა აღქმა გვქონდ, ტაქტიკური თვალსაზრისით, და სხვა რაღაც გამოვიდა. ხშირად ემპირიული და თეორიული არის სხვადასხვა რამ ხოლმე. საბოლოო ჯამში, ჩვენი სულისკვეთება არის უცვლელი – ოლიგარქის გარეშე საქართველო, რომელიც უნდა შევიდეს ევროკავშირში“, – განაცხადა ლაშა ბუღაძემ.
მისი თქმით, ტაქტიკურად რაღაც შესაძლოა დღეს არ გამოვიდეს, მაგრამ ხვალ გამოვიდეს.
„მესმის, რომ შესაძლოა იყოს და როგორც ჩანს, დღესაც განწყობების კონტრასტულობა ჩანდა. ზოგი უფრო ტემპერამენტულია, ზოგი უფრო ფრთხილი, ზოგი უფრო რაციონალური, ზოგი უფრო მომენტის, ასე ვთქვათ, განწყობით, რომ ახლა რაღაც უნდა გადაწყდეს. მე საერთოდ ორიენტირებული ვარ, რომ ყველა პროცესი დაექვემდებაროს ანალიზს და ეს პროცესიც უნდა დაექვემდებაროს. მაგრამ მე არ ვგრძნობ თავს, რაღაცნაირად ფრუსტრაციაში, ნამდვილად არ ვარ. უბრალოდ, ეს რთული პროცესია. მეც და ალბათ ბევრი ჩვენგანიც ასე ვიყავით და ვართ განწყობილი. ყოველ შემთხვევაში, ყველგან ამის კონსტატირება აუცილებელია, რომ ეს რთული პროცესია. ეს ხანგრძლივი პროცესი შეიძლება, იყოს. მიუხედავად იმისა, რომ დრო ცოტა გვაქვს. ტაქტიკურად შეიძლება, რაღაც დღეს არ გამოვიდეს, ხვალ გამოვიდეს, ზაფხულის პერიოდია, მაგრამ გვაქვს დრო მობილიზების, სტრატეგიის უფრო მკაფიოდ გამოკვეთის და ფართო საზოგადოების ჩართულობის. ჩემი და ჩვენი იმედი, სურვილი არის, რომ რაც შეიძლება, ფართო… ზოგი არ არის დაწეული იმ მდგომარეობას, რომელშიც უკვე არის ვიღაც მისული, რომ ახლა, დღეს უნდა გადაწყდეს. ბევრი ორიენტირებულია, ოლიგარქი აღარ იყოს საქართველოში და ევროკავშირში ვიყოთ, მაგრამ არ არის ამ ემოციით. ჩვენც ამ დღეებში ვმართავდით შეხვედრებს სტუდენტებთან, პროფესორებთან, მწერლებთან. ვაპირებთ ექიმებთან, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. აქტივიზმი მნიშვნელოვანია, მაგრამ აქტივიზმის ამარა არ უნდა დარჩეს ეს პროცესი. ეს არის მოქალაქის პროტესტი. ვიღაც შეიძლება, რაღაც გადამწყვეტს ელოდა, ესეც შესაძლებელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი დღე ასეთი გამოვიდა, როგორიც გამოვიდა“, – აღნიშნა ლაშა ბუღაძემ.