ლას-ვეგასის კაზინოების მაგნატი და „რესპუბლიკელების“ მთავარი დამფინანსებელი შელდონ ადელსონი გარდაიცვალა
ლას-ვეგასის კაზინოების მაგნატი და „რესპუბლიკელების“ მთავარი დამფინანსებელი შელდონ ადელსონი გარდაიცვალა

ლას-ვეგასის კაზინოების მაგნატი და „რესპუბლიკელების“ მთავარი დამფინანსებელი შელდონ ადელსონი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მსოფლიოში უმსხვილესი კაზინოების ქსელის – Las Vegas Sands-ის ხელმძღვანელი და აშშ-ში „რესპუბლიკელი“ პოლიტიკოსების მთავარი ფინანსური მხარდამჭერი იყო. შესაბამის ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ადელსონი არა-ჰოჯკინის ლიმფონის დიაგნოზით გარდაიცვალა. ადელსონის დიაგნოზის შესახებ 2019 წლის თებერვალში გახდა ცნობილი. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო.

„მისი გავლენა ინდუსტრიაზე სამარადისო იქნება“, – განცხადეს ადელსონის კომპანიაში. მას ისრაელში, თავისი ცოლის სამშობლოში დაკრძალავენ.

„სიენენი“ წერს, რომ  2016 წელს ადელსონი გამოჩნდა, როგორც ძლიერი ხმა, რომელიც მხარს უჭერდა დონალდ ტრამპის კანდიდატურას. ის ასევე ტრამპის ინაუგურაციის კომიტეტის ყველაზე დიდი ინდივიდუალური სპონსორი იყო. 2018 წელს დონალდ ტრამპმა ადელსონის მეუღლეს, მირიამ ადელსონს უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადასცა.