ლარსის გამშვებ პუნქტზე დაკავებული სამი პირი რუსეთში აკრძალული ლიტერატურის შეტანას ცდილობდა
ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე დააკავეს უცხოელი ფუნდამენტალისტები, რომლებიც რუსეთში აკრძალული ექსტრემისტული ლიტერატურის შეტანას ცდილობდნენ. ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის სასაზღვრო სამმართველო ავრცელებს.
უწყების განცხადებით, დაკავებულია 35 წლამდე ასაკის სამი მამაკაცი, ძალოვანები ფიქრობენ, რომ მათ შესაძლოა, ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობასთან ჰქონდეთ კავშირი. პირადი ნივთების შემოწმებისას აღმოჩენილია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ ექსტრემალური მასალების ფედერალურ სიაში შეტანილი ლიტერატურა, რომლის გავრცელება რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალულია.
მესაზღვრეების განცხადებით, მასალები მიმართული იყი „ისლამური ფუნდამენტალიზმის ტირაჟირებისა და საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების აქტივობების პოპულარიზაციისკენ.“
მესაზღვრეებმა უცხოელებს სამშობლოში გამგზავრება სხვა მარშრუტით ურჩიეს.