რუსეთის მხარეს, ზემო ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე სომხეთის შემოსავლების კომიტეტის წარმომადგენელი იმუშავებს
რუსეთის მხარეს, ზემო ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე სომხეთის შემოსავლების კომიტეტის წარმომადგენელი იმუშავებს

რუსეთის მხარეს, ზემო ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე სომხეთის შემოსავლების კომიტეტის წარმომადგენელი იმუშავებს. სომხეთის წარმომადგენელი მუშაობას თებერვალში შეუდგება. ამის შესახებ სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ხელმძღვანელმა დავიდ ანანიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სომხეთისა და რუსეთის შესაბამისი უწყებები ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე შექმნილი პრობლემების მოგვარებაში ეფექტიანად თანამშრომლობენ.  „სომხეთის მთავრობის წარმომადგენლის ადგილზე ყოფნა აღნიშნულ საქმეს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს“, – განაცხადა სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ხელმძღვანელმა.

დატოვე კომენტარი