ლანჩხუთში ქარის გამო ხე წაიქცა და ავტომანქანას დაეცა, დაშავებულია ერთი ადამიანი
ლანჩხუთში ქარის გამო ხე წაიქცა და ავტომანქანას დაეცა, დაშავებულია ერთი ადამიანი

ლანჩხუთში მეორე დღეა, ძლიერი ქარია. სტიქიის შედეგად, ქალაქში რამდენიმე ხე წაიქცა.

ცენტრალურ გზაზე ხე ავტომანაქანას დაეცა. დაშავებულია 35 წლამდე მამაკაცი, რომელიც ავტომობილში იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარობა სტაბილურია და დამატებითი კვლევების მიზნით ქუთაისშია გადაყვანილი.

ლანჩხუთის მუნიცუპალიტეტში ქარის გამო ასევე დაზიანდა გაზსადენი მილები და ელექტროგადამცემი ხაზები. მუნიციპალიტეტის დიდ ნაწილს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და ენექტრონერგია.

100-ზე მეტ სახლს, ასევე პოლიციის სამმართველოს ქარმა სახურავი გადახადა. რამდენიმე სავაჭრო ობიექტს დაუზიანდა ფასადი.

მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. პარალელურად, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.