ლანჩხუთში ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები
ლანჩხუთში ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
მოსახლეობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.
„ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები. პრობლემები შეიქმნა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სკოლის ეზოში, სადაც ხე წაიქცა. შესაბამის სამსახურებთან ერთად ვიმყოფებით შემთხვევის ადგილზე და ვეცნობით შექმნილ მდგომარეობას. ზარალის ოდენობა ჯერ ცნობილი არ არის”, -განაცხადა ლანჩხუთის მერის მოადგილე, გიორგი ფაცურიამ.