ლანჩხუთის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა
ლანჩხუთის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

ლანჩხუთის საკრებულოს სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კახა ასკურავამ განაცხადა, რომ სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ადგილობრივ ხელისუფლებას კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ აქვს.

„ხელისუფლება მუდმივად ამბობს, რომ ყველაფერი გაკეთდება, მაგრამ მათ კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ აქვთ“, – განაცხადა კახა ასკურავამ.

სხდომაზე იმყოფებოდა ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლის პროცესი კვლავ გრძელდება. მისივე თქმით, არცერთი დაზარალებული ოჯახი არ დარჩება, რომელსაც ხელისუფლება დახმარებას არ გაუწევს.

საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა, თუმცა დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სხდომის დახურვის შემდეგაც გაგრძელდა.