ლანჩხუთის რაიონში უამინდობამ პრობლემები შექმნა. განსაკუთრებული ზარალი მიადგა სოფლებს ჩოჩხათსა და აცანას. ძლიერი ქარის შედეგად, 40-მდე სახლი დაზიანდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შექმნილია სპეციალური კომისია.
„მიმდინარეობს სამუშაოები. სპეციალური კომისია ინდივიდუალურად შეისწავლის თითოეულ პრობლემას და მოხდება მათზე რეაგირება“, – განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მაკა სულაბერიძემ.