ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. სოფლებში, აცანასა და შუხუთში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ქარმა ხეები მოგლიჯა ლანჩხუთშიც. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.

ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ლანჩხუთსა და მის რამდენიმე სოფელს.

„მერიის წარმომადგენლები, სამაშველო სამსახურების, ასევე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას. სპეციალური კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის აღწერა. მუნიციპალიტეტი შეძლებისდაგვარად დაეხმარება მოსახლეობას“, – განაცხადა ლანჩხუთუს მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.