„ლანცეტის“ დირექტორის საქმეზე სასამართლო პროცესი 6 თებერვალს გაგრძელდება
საქალაქო სასამართლოში კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორის სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას 6 თებერვალს, 12:00 საათზე გააგრძელებს.
დღეს დასკვნითი სიტყვა სამიდან მხოლოდ ერთმა ადვოკატმა თქვა.
კლინიკა „ლანცეტში“ ღვიძლის გადანერგვის ორი ოპერაცია 2016 წლის მარტში ჩატარდა. ორივე ოპერაცია ფატალური შედეგით დასრულდა. ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გიორგი ჩუბინიძე და კარლო კეკელიძე დაიღუპნენ. სამართალდამცავებმა კლინიკის ერთ-ერთი მფლობელი და დირექტორი ფარმან ჯეირანლი 2017 წლის 22 მაისს დააკავეს.
„ლანცეტის“ დირექტორის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს და ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ფარმან ჯეირანლის პაციენტებისთვის დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას და სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვას ედავებიან.