„ლანცეტის“ საქმეზე ფარმან ჯეირანლის ადვოკატი დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს
„ლანცეტის“ საქმეზე ფარმან ჯეირანლის ადვოკატი დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს

საქალაქო სასამართლოში „ლანცეტის“ საქმეზე ფარმან ჯეირანლის ადვოკატი დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. ამის შემდეგ შესაძლოა, ბრალდებულმა საბოლოო სიტყვით ისარგებლოს.

ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა მოსამართლეს მიმართა და თქვა, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები.

„როდესაც ლაპარაკია ფარმან ჯეირანლიზე, უნდა დავაზუსტოთ, ვინ არის. რა გვაქვს მტკიცებულება? რომ მან შეისწავლა და დაავალა ოპერაციის გაკეთება, როდესაც საჭირო არ იყო. ამის მტკიცებულებები არ იყო“, – განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა.

ფარმან ჯეირანლის თანხების მოტყუებით მითვისება ედება ბრალად. გამოძიების ინფორმაციით, კლინიკა „ლანცეტში“ ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ ორი ადამიანი გარდაიცვალა. მათ ოპერაცია არალიცენზირებულმა ექიმებმა გაუკეთეს და პაციენტებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო დამძიმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ. საქმის განხილვა თითქმის 9 თვეა მიმდინარეობს.