ლალი ტურძელაძე - კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის მდგომარეობა მძიმე არ არის
ლალი ტურძელაძე - კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის მდგომარეობა მძიმე არ არის

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, ბოლნისში მცხოვრები 22 კვირის ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმე არ არის.

ორსული დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით კლინიკაში დღეს შეიყვანეს.

„22 კვირის ორსულია, 15 მარტს გადმოკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი და არის ჩვენი მოქალაქე, ბოლნისში მაცხოვრებელი. ჰქონდა ტემპერატურული რეაქცია და აღებული სწრაფი ტესტით დადგინდა კორონა დადებითი. ამჟამად ქალბატონის მდგომარეობა არ არის მძიმე. ასეთი შემთხვევები იყო, მგონია, იტალიაში. სამი ორსული იყო, რომლებმაც იმშობიარეს, მაგრამ ჩვილს არ აღმოაჩნდა კორონავირუსი,მიუხედავად იმისა, რომ დედას ჰქონდა კორონა“,- განაცხადა ლალი ტურძელაძემ.