ლალი ტურძელაძე - 81 წლის დაღუპულ პაციენტს კორონავირუსი აღარ ჰქონდა, მაგრამ ვირუსმა დაამძიმა ქრონიკული დაავადებები
ლალი ტურძელაძე - 81 წლის დაღუპულ პაციენტს კორონავირუსი აღარ ჰქონდა, მაგრამ ვირუსმა დაამძიმა ქრონიკული დაავადებები

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით დაღუპული მე-12 პაციენტი 81 წლის იყო.

როგორც ლალი ტურძელაძემ აღნიშნა, პაციენტი კორონავირუსისგან 29 აპრილს განიკურნა, თუმცა ვირუსმა ქრონიკული დაავადებები დაამძიმა.

„პაციენტი, 81 წლის ქალბატონი ჩვენთან, კლინიკაში შემოვიდა 12 აპრილს „ქართულ-გერმანული“ კლინიკიდან აპარატულ სუნთქვაზე. იყო უმძიმესი პაციენტი და მკურნალობდა რეანიმაციულ განყოფილებაში. 29 აპრილს, 14 დღის შემდეგ მას ორჯერადად ჩატარებული ტესტით კორონავირუსი აღარ დაუდასტურდა. თუმცა თავისი ქრონიკული დაავადებებით იყო უმძიმესი პაციენტი. მას ჰქონდა არტერიული ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, გულის ყველა სარქველის ნაკლოვანება, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი მწვავე პნევმონია, ორმხრივი დისტრესი, სეფსისი, თირკმლების მწვავე უკმარისობა, ანემია და გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, რითაც გარდაიცვალა პაციენტი. პაციენტი გარდაიცვალა 13 მაისს, გუშინ, საღამოს 22:00 საათზე. 29 აპრილს კორონავირუსი პაციენტს აღარ ჰქონდა, მაგრამ იმდენად დამძიმდა თავისი ძველი დაავადებები ქრონიკული, რომ პაციენტის გადარჩენა ვეღარ მოვახერხეთ. კორონავირუსმა დაამძიმა პაციენტის ქრონიკული დაავადებები. პაციენტი იყო 81 წლის ქალბატონი ქართველი“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.