ლაგოდეხში, სოფელ მაწიმში ხანძარი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ლიკვიდირებულია.
უწყების ინფორმაციით, სამსახურში შესული ინფორმაციის თანახმად, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.
„ადგილზე დაუყონებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, რომლებმაც ხანძრის ლოკალიზება სწრაფად მოახერხეს. შედეგად დამწვარია ხმელი ბალახი და ეკალ-ბარდი, დაზიანდა რამდენიმე ხე. ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა“,- აცხადებენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე ცნობით, პრევენციისა და მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.