ლაგოდეხში, სოფელ მაწიმის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია [ფოტო]
ლაგოდეხში, სოფელ მაწიმის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია [ფოტო]

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია.

როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება, ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

13 სპეცტექნიკა ხანძრის ლოკალიზებას ორი საათის განმავლობაში ცდილობდა. ცეცხლი 13 ჰექტრამდე ფართობზე ბალახსა და ბუჩქნარს ეკიდა, რომელიც ტყესთან და საავტომობილო გზასთან მდებარეობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.