გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში. სტიქიამ ყველაზე მეტად ვარდისუბნის და აფენის თემის მოსახლეობა დააზარალა. დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები, ასევე ვენახები და ბაღები. სტიქიის შედეგად დაიტბორა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.
როგორც საქართველოს პირველ არხს ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა განუცხადა, ჭარბი ნალექი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარეს.
მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდნენ სამაშველო ჯგუფები და შესაბამისი ტექნიკა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.
დაზარალებული მოსახლეობა სპეციალური კომისიის შექმნას ელოდება, რომელიც ზარალს დაითვლის.