ლაგოდეხში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით სკოლა „ალბიონის“ მოსწავლეებისა და მასწავლებლების გამოკითხვა მიმდინარეობს
ლაგოდეხში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით სკოლა „ალბიონის“ მოსწავლეებისა და მასწავლებლების გამოკითხვა მიმდინარეობს

ლაგოდეხის ნაკრძალში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, სადაც 16 წლის მოსწავლე დინებამ წაიღო, ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოში თბილისის კერძო სკოლა „ალბიონის“ სკოლის 18 მოსწავლისა და ოთხი მასწავლებლის გამოკითხვა მიმდინარეობს.

სკოლის მოსწავლეები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანიდან ოთხ კილომეტრში, ლაგოდეხის ნაკრძალის ერთ-ერთ რთულ ბილიკზე მდებარე გურგენიანის ჩანჩქერზე ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთ მოსწავლეს, 16 წლის გოგონას მდინარის პირას ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.

როგორც საქართველოს პირველ არხს ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა განუცხადა, სამძებრო სამუშაოები დილიდან გაგრძელდება, რომელშიც მყვინთავები ჩაერთვებიან.

თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.