ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო მსხალგორში, საგარეჯოს მკვიდრი, 23 წლის გიორგი იანქოშვილი დაიღუპა.
წინასწარი ინფორმაციით, ის ნადირობის დროს ხევში გადავარდა. ხევიდან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ვერტმფრენის საშუალებით ამოიტანეს, რადგან რთული რელიეფის გამო, საფეხმავლო ბილიკების გამოყენებით, ცხედრის გადმოსვენება ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.