ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა.
სოფელ ჰერეთისკარში ქარმა ხეები წააქცია, ხოლო ბაისუბანსა და ნინიგორში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
ადგილზე მობილიზებული სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ხეებისგან ჩახერგილ გზას ათავისუფლებენ.
„ლაგოდეხში მცირეოდენი სეტყვა იყო, რასაც ძლიერი ქარი ახლდა. ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი შიოშვილმა.
ზარალის მასშტაბისა და ოდენობის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.