ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანში ოსი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის კოსტა ხეთაგუროვის 160 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პოეტის სახელობის სკოლის ეზოში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „კოსტაობა“ გაიმართა.
„კოსტაობისთვის“ არეშფერანს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები და სტუმრები ჩრდილოეთ ოსეთიდან დაესწრნენ.
დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო დოღი და შეჯიბრი ჭიდაობაში. ადგილობრივმა თვითშემოქმედებითმა ჯგუფებმა საზეიმო კონცერტი გამართეს.
„კოსტაობაზე“ მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ქართული და ოსური სამზარეულოს კერძები დაეგემოვნებინათ.