კვლევის თანახმად, ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით საქართველო ევროპაში 24-ე ადგილზეა, ხოლო რეგიონში ლიდერია
კვლევის თანახმად, ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით საქართველო ევროპაში 24-ე ადგილზეა, ხოლო რეგიონში ლიდერია

საერთაშორისო ორგანიზაცია ILGA Europe-ის 2018 წლის კვლევის თანახმად, ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით საქართველო ევროპის 49 ქვეყანას შორის 24-ე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით, საქართველო რეგიონში ლიდერია.

რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა შვეიცარია, ანდორა, ჩეხეთი, ლიეტუვა, ლატვია, კვიპროსი, პოლონეთი.

გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროპაში ლგბტ ადამიანების უფლებები ყველაზე მეტად დაცულია მალტაში. მას რეიტინგში უკან მოსდევენ ბელგია, ლუქსემბურგი, ფინეთი და დანია. ევროპის ქვეყნებს შორის ლგბტ პირები ყველაზე დაუცველები აზერბაიჯანში, თურქეთში, სომხეთში, რუსეთსა და მონაკოში არიან.

ლგბტ პირების უფლებების დაცვის ინდექსის შედგენისას ორგანიზაცია აფასებს შემდეგ კრიტერიუმებს: თანასწორუფლებიანობა, ოჯახი, სიძულვილის ენა და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები, საკანონმდებლო დონეზე გენდერული აღიარება, სამოქალაქო საზოგადოებაში ჩართულობა, ლტოლვილთა უფლებები.