გამოკითხულთა 90 პროცენტი ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ შენგენის ზონის ქვეყნებში არ უმოგზაურია
გამოკითხულთა 90 პროცენტი ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ შენგენის ზონის ქვეყნებში არ უმოგზაურია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 90 პროცენტი ამბობს, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ე.წ. შენგენის ზონის ქვეყნებში არ უმოგზაურია.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 5 პროცენტი აცხადებს, რომ უმოგზაურია მხოლოდ ერთხელ, ხოლო 3 პროცენტი აცხადებს, რომ უმოგზაურია რამდენჯერმე.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო  2019 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარადგენს.

აღნიშნული კვლევა, 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.