საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პირველი ივნისიდან 17 სექტემბრამდე შავ ზღვაზე 31 საშტორმო გაფრთხილება გამოცხადდა.
„შტორმის დროს მაშველების მიერ გადარჩენილია 207 მოქალაქე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შეგახსენებთ: 25 სექტემბერს, 18:00 საათიდან ამინდის გაუარესების გამო, შავ ზღვაში მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
დღეს შავ ზღვაზე ტალღების სიმაღლე ოთხ მეტრს მიაღწევს და საბანაოდ შესვლა იკრძალება.