ბოლო სამ თვეში, შტორმის დროს მაშველებმა 207 მოქალაქე გადაარჩინეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პირველი ივნისიდან 17 სექტემბრამდე შავ ზღვაზე 31 საშტორმო გაფრთხილება გამოცხადდა.
„შტორმის დროს მაშველების მიერ გადარჩენილია 207 მოქალაქე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შეგახსენებთ: 25 სექტემბერს, 18:00 საათიდან ამინდის გაუარესების გამო, შავ ზღვაში მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
დღეს შავ ზღვაზე ტალღების სიმაღლე ოთხ მეტრს მიაღწევს და საბანაოდ შესვლა იკრძალება.