კვიპროსული გამოცემა - „ანორთოსისმა“ ქეცბაიას ახალი ხელშეკრულება შესთავაზა #1TVSPORT
კვიპროსული გამოცემა - „ანორთოსისმა“ ქეცბაიას ახალი ხელშეკრულება შესთავაზა #1TVSPORT

თემურ ქეცბაიამ კვიპროსულ მედიასთან ორიოდე დღის წინ განაცხადა, რომ ფამაგუსტას „ანორთოსისს“ თანამშრომლობის გახანგრძლივება არ შეუთავაზებია. მაგრამ გამოცემა „ფილნიუსი“ ამტკიცებს, რომ გუნდის ქართველ მთავარ მწვრთნელს, კლუბმა ახლა სწორედ ამ წინადადებით მიმართა.

„ფამაგუსტას „ანორთოსისს“ 13-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონის ტიტულის მოგება სურს. ყველამ ყურადღება ამ საკითხზე გადაიტანა და ამის გამო, ჩრდილში მოექცა ფამაგუსტას გუნდის ერთ-ერთი აქტუალური საკითხი – თემურ ქეცბაიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება. მაგრამ ეს მოლაპარაკება არ დასრულებულა. „კირიას“ ხელმძღვანელობამ ქართველ მწვრთნელს ახალი კონტრაქტი გაუგზავნა და თანამშრომლობა გაზრდილი შემოსავლით შესთავაზა. ჯერ ამ საკითხში მნიშვნელოვანი წინსვლა არ არსებობს, რადგან ჩნდება პირობები, რომელთა განხილვაც ორივე მხარეს სურს. ამიტომ მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ საკითხი „გაიყინოს“ და ყველამ ყურადღება მიზნების მიღწევას და ტიტულების მოპოვებას მიაქციოს“, – წერს გამოცემა.

ამავე დროს, „ფილნიუსის“ სტატისტიკა გამოქვეყნდა, რომლის საფუძველზეც ავტორი აცხადებს, რომ ბოლო წლებში ქეცბაიას გუნდს კონკურენტებთან მოგება უჭირს.

„ლიმასოლის „აპოლონთანფრემ ჩემპიონ „ომონიასთან“ სხვაობა შვიდ ქულამდე გაზარდა. სეზონის ბოლომდე ცხრა თამაში დარჩა. ამიტომ შაბათის დერბი „ომონიასთან“ ფინალის ხასიათს შეიძენს. „ანორთოსისი“ შეეცდება პირველად მოიპოვოს გამარჯვება გუნდთან რომლის წინააღმდეგაც შვიდი თამაშიდან სამი ფრედ დაასრულა და ოთხჯერ დამარცხდა“.